პოლიტიკა
სამხარეო ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელი: ჩემს თანამდებობაზე უკვე მოიყვანეს სხვა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა გვასალია, სავარაუდოდ, თანამდებობას დატოვებს. გვასალიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ პოსტის დატოვების შესახებ განცხადება ჯერ დაწერილი არა აქვს, თუმცა მის თანამდებობაზე უკვე მოყვანილია სხვა კადრი.

„ჯერ განცხადება არ დამიწერია, თუმცა, 80 პროცენტით, ალბათ, დავწერ და წავალ გუბერნიიდან. მთავაზობენ ერთ-ერთი სამსახურის მოადგილეობას, თუმცა, არა მგონია, დავრჩე. რა თქმა უნდა, ალბათ უფრო ახლობელი, სანდო ადამიანი უნდათ“, - თქვა გვასალიამ.

თანამდებობაზე რჩება გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია. მან გვითხრა, რომ სამსახურდან წასვლას არ აპირებს.

„რატომ უნდა წავიდე, არ ვიცი. ვრჩები გუბერნატორის მოადგილედ. რაც შეეხება ლაშა გვასალიას, მე არ მინდა, რომ წავიდეს, თუმცა თუ თანამდებობა ვაკანტური დარჩა, კონკურსის წესით შეირჩევა ახალი კანდიდატი“, - აღნიშნა ქანთარიამ.

სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურში ლაშა გვასალიას თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია 21 აგვისტოს წარადგინეს. თანამდებობა დატოვეს მისმა მეორე მიადგილემ დავით კოდუამ, ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გუნდმა. ამჟამად გუბერნატორს სამი მიადგილე ჰყავს - ირაკლი ჯიქია, ნინო ვიბლიანი და კობა ქანთარია.


ამავე თემაზე:

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურს რუხის ყოფილი გამგებელი უხელმძღვანელებს
Print