პოლიტიკა
ლაშა გოგია: დავამტკიცებ, რომ უდანაშაულო ვარ
ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ "ქართული ოცნების" ოფისში ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით მოკლე განცხადება გააკეთა. ყოფილი მერი ამბობს, რომ ჩანაწერი ფაბრიკაციაა და ის მის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილია. მას ჯერა, რომ ობიექტური გამოძიების პირობებში სიმართლის დამტკიცებას შეძლებს.

"დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ, რადგან ხელი არ შეუშალო გამოძიების მიმდინარეობას. ახლა ჩემი მიზანია სიმართლის დამტკიცება. ვრჩები პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციიის თავმჯდომარედ", - თქვა გოგიამ.

მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.


ამავე თემაზე:

ლაშა გოგია დღეს ზუგდიდში პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს
Print