პოლიტიკა
კალანდია ზურაბიშვილს: თქვენ ხართ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი (ვიდეო)
ზუგდიდში, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრა ხმაურით გრძელდება. ორმა მოქალაქემ, რომელიც ზურაბიშვილს უპირიპირდებიან, დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ერთ-ერთმა მათგანმა მაია კალანდიამ ზურაბიშვილს მიმართა და უთხრა, რომ ის "ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების მატარებელია" და მას შეხვედრის ჩატარების საშუალებას არ მისცემდა, რაზეც ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ მას მოგვიანებით "მიაქცევდა ყურადღებას".

"ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა გთხოვოთმ არ მინდა არც ტაში, არც ყვირილი, ყველას გავცემ პასუხს. ქალბატონო, დაბრძანდით და მერე მოვალ თქვენს სანახავად უთუოდ", - მიმართა ზურაბიშვილმა კალანდიას.

კალანდიას სიტყვები დარბაზში შეკრებილების ნაწილმა გააპროტესტა და მას შეხვედრის დატოვება მოსთხოვა. საბოლოოდ, მაია კალანდიამ დარბაზი დატოვა.

"პროტესტის ნიშნად ვტოვებ დარბაზს. თვქენ შეურაცხყავით ანწუხელიძის სისხლი. თქვენ შეურაცხყოფთ საქართველოს და მის ინტერესებს. არ დაგაცდით ლაპარაკს იმიტომ, რომ არ იმსახურებთ. თქვენ არ იქნებით საქართველოს პრეზიდენტი,  თქვენ ემსახურებით რუსეთის ინტერსებს", - უთხრა ზურაბიშვილს მაია კალანდიამ.



ამავე თემაზე:

არ შეეგუო ოკუპაციას - ზუგდიდში ზურაბიშვილს პროტესტით შეხვდნენ
Print