პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი გამსახურდიაზე: ის ყოველთვის იქნება ჩემთვის პატივსაცემი
საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში წინასაარჩევნო შეხვედრისას საქართველოს პირველი პრეზიდენტზე ზვიად გამსახურდიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მისთვის ყოველთვის იქნება პატივსაცემი.

"მე ერთადერთი რამე უნდა ვთქვა და უნდა გავიმეორო, ის პრეზიდენტი, რომელმაც აიღო თავის თავზე და რეფერენდუმის ორგანიზება გააკეთა, ის პრეზიდენტი, რომელმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ყოველთვის იქნება ჩემთვის პატივსაცემი. კიდევ უნდათ, რომ დამიპირისპირონ ზვიადისტები და რომ მოვდიოდი სამეგრელოში, უამრავი ადამიანი და ახლობელი მირეკავდა, რომ ნუთუ ეს შენ დაწერეო. არაფერიც არ დამიწერია, ეს არის კიდევ ერთი ცრუ ცნობა",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

1992 წელს, გაზეთ "ივერიაში" გამოქვეყნებულ სტატიის მიხედვით, ზურაბილშვილი პირველი პრეზიდენტის დამხობას ლეგიტიმურს უწოდებს და ამისთვის თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანს, თენგიზ სიგუას და მთელს ოპოზიციას მადლობას უხდის.


ამავე თემაზე:

არჩილ თალაკვაძე: ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი საარჩევნო კამპანიის ხელისშეშლის მცდელობაა

კალანდია ზურაბიშვილს: თქვენ ხართ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი

არ შეეგუო ოკუპაციას - ზუგდიდში ზურაბიშვილს პროტესტით შეხვდნენ
Print