პოლიტიკა
სოხუმის სკოლის კედელში 50 წლის წინ ჩადებული კაფსულა გაიხსნება
სოხუმში დროის კაფსულას გახსნიან, რომელიც ქალაქის № 10 სკოლის ფასადში 50 წლის წინ ჩადეს. 1968 წელს ჩაშენებული კაფსულა სრულიად საკავშირო ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირის (ალკკ) 100 წლის იუბულეზე, 29 ოქტომბერს ამოიღეს კედლიდან. ეს არის გზავნილი მომავალში, რომელიც კომკავშირის რიგებში იმ დღეს მიღებულმა მოსწავლეებმა დაწერეს.

უკვე არარსებული კომკავშირის იუბილეს აღსანიშნავად მიტინგი ჩატარდება, რომელშიც ნახევარსაუკუნოვანი მოვლენების მომსწრეები მიიღებენ მონაწილეობას, წერს აფხაზური მედია. აქციის ორგანიზატორების თქმით, კაფსულის შინაარსი მხოლოდ საზეიმო ღონისძიებაზე გახდება ცნობილი.

Print