პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბი: ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას (ვიდეო)
"ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩენო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მმართველი პარტია ნებისმიერ სახის ძალადობას ემიჯნება. ის ამბობს, რომ
მსგავსი ძალადობა მიუღებელია, მით უფრო, არჩევნების პერიოდში. ჩიქოვანის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მათ მიმართ ხალხში დაგროვილ აგრესიას სათავისოდ იყენებს და ცდოლობს, არჩევნებში წაგება პროვოკაციებით გადაფაროს.

"მოვუწოდებთ თანამოქალაქეებს, არ წამოეგინ პროვოკაციას და მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს. ასევე, მინდა მივმართო საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ჩამოვიდნენ და ნათლად დაინახონ სურათი, თუ რა ხდება ზუგდიდში",-თქვა ჩიქოვანმა.

მან აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მიმართა და უთხრა, რომ წინასწარი მონაცემებით, დამაჯერებლად იმარჯვებენ და ამის წართმევა სურს ოპოზიციას მსგავსი ქმედებებით. ჩიქოვანმა "ქართული ოცნების" მომხრეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"ჩვენ გვაქვს სირვილი, რომ დავამკვიდროთ არჩევნების ახალი სტანდარტი. ეს მემკვიდრეობა, რომელსაც ენმ აგრძელებს, არის მიუღებელი", - აღნიშნა ჩიქოვანმა.

მან სამართალდამცავებს სწრაფი რეგირებისა და ოპერატიულობისთვის მადლობა გადაუხადა.


ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ტელეკომპანია "ოდიშის" გადაცემის ჩაწერა მიმდინარეობდა. "ქართული ოცნების" შს სამინისტრომ ფაქტზე ერთი პირი დააკავა, გამოძიება გრძელდება.

Print