არჩილ კბილაშვილმა თანამდებობა დატოვა
16:07 / 07.11.2013
საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან დღეს, 7 ნოემბერს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არ არსებობს არანაირი დაპირისპირება საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრსა და ამჟამინდელ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, თუმცა ამის მიუხედავად მან თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა.
მისივე თქმით, იგი მუშაობას ბიძინა ივანიშვილთან ერთად სამოქალაქო სექტორში განაგრძობს.

მასალის გამოყენების პირობები