გიგა ბოკერიამ თაანმდებობა დატოვა
14:40 / 15.11.2013
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ თანამდებობა დატოვა.
როგორც უშიშროების საბჭოს აპარატში აცხადებენ, პრეზიდენტის სახელზე ბოკერიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 15 ნოემბრის რიცხვით დაწერა და პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა. გიგა ბოკერია დღეიდან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი აღარ არის.
ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოკერიას განცხადებას დღეს დააკმაყოფილებს.
რაც შეეხება მდივნის მოადგილეებს, მათ განცხადება არ დაუწერიათ, თუმცა თანამდებობის დატოვებას ოთხივე მოადგილე აპირებს და ისინი ამ მოთხოვნით უკვე ახალ პრეზიდენტს მიმართავენ.
გიგა ბოკერია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 2010 წლის ნოემბრიდან იყო

მასალის გამოყენების პირობები