სამხრეთ კორეამ თანამგზავრიანი რაკეტა გაუშვა
16:23 / 30.01.2013
დღეს სამხრეთ კორეამ კვლევითი თანმგზავრიანი რაკეტა KSLV-1 გაუშვა.
ეს თანამგზავრის გაშვების მესამე მცდელობა იყო: მანამდე თანამგზავრის ორბიტაზე გაყვანა ორჯერ სცადეს, თუმცა - უშედეგოდ.
BBC –ის ინფორმაციით, თანამგზავრის შექმნაზე მომუშავე ინჟინრების ჯგუფზე ზეწოლა მას შემდეგ გაიზარდა, რაც კორეამ 2012 წლის დეკემბერში თანამგზავრის ორბიტაზე გაშვება წარმატებულად განახორციელა.

მასალის გამოყენების პირობები