საბერძნეთის პოლიცია ტელეარხ ERT–ს ოფისში შეიჭრა
15:53 / 07.11.2013
საბერძნეთის პოლიცია, ხელისუფლების მიერ დახურულ ტელარეახრ ERT–ს ოფისში შევიდა და თანამშრომლების შენობიდან გამოძევება დაიწყო.
პოლიციამ ალყა მაშინ შემოარტყა შენობას, როდესაც რესტრუქტურიზაციის შემდეგ იქ ჟურნალისტები გადავიდნენ. თითქმის 3 ათასი ადამიანი, რომელიც ტელერადიოკომპანიის დახურვასთან დაკავშირებით გააძევეს, განაგრძობდნენ ეთერში გასვლას და შენობიდან მაუწყებლობას.
ოფისთან შეკრებილ დემონსტრანტებს შორის ჩხუბი ატყდა, პოლიცია იძულებული გახდა ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინა.

მასალის გამოყენების პირობები