ქართველი კალათბურთელები ლიტვასთან 88-83 დამარცხდნენ
19:37 / 02.09.2013
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო მატჩი კაუნასში ლიტვასთან გამართა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 77-77 დასრულდა.
ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა გუნდმა გამარჯვების მოპოვება ოვერტაიმში მოახერხა და მატჩი ლიტვამ 88-83 მოიგო.
იგორ კოკოშკოვის გუნდში ყველაზე შედეგიანი 28 ქულით ვიქტორ სანიკიძე გამოდგა. გიორგი შერმადინმა - 21, მანუჩარ მარკოიშვილმა - 18, ცინცაძემ - 7, ჰიკმანმა კი 6 ქულა დააგროვა.
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები დღეს სლოვენიის ქალაქ ცელიეში გაემგზავრება.
კონტინენტის პირველობაზე იგორ კოკოშკოვის გუნდი პირველ შეხვედრას 4 სექტემბერს პოლონეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩის ტელერეპორტაჟს მაყურებელს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პირდაპირ ეთერში შესთავაზებს.

მასალის გამოყენების პირობები