კორონავირუსი
ქულების დაწერის და პიარის დრო არ არის — იმნაძე ზუგდიდში პირბადეების დარიგებაზე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, ახლა პიარისა და ქულების დაწერის დრო არ არის. ასე გამოეხცმაურა პაატა იმნაძემ ზუგდიდში პირბადეებისა და სადეზინფექციო ხსნარების დარიგების აქციას.

“არ არის ახლა პიარის დრო და არ არის ახლა ვიღაცამ, რომ ქულები დაიწეროს, ამის დრო. ხომ შეიძლება ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინა ვიღაც 1-2 ადამიანს და არ გამოეწვიათ ასეთი მოსახლეობის შეკრება? ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს?!” - თქვა იმნაძემ.

"სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს. სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად ადგილზე ათობით ადამიანი იყო შეკრებილი. მოქალქეებს შორის დისტანცია არ იყო დაცული, რადგან ყველა ზემოაღნიშნული ნივთების მიღებას ცდილობდა.



Print