კორონავირუსი
პრემიერი: კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის სამედიცინო სექტორის თანამშრომელიცაა
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. დაავადებულთა შორის არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელიც. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მან ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა.

"გვაქვს შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული და ეს ფაქტი, სხვა მოცემულობასთან ერთად, გვაძლევს შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას", - განაცხადა გახარიამ.

ინფორმაცია კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა. საიტზე გამოქვეყნებული სტატისტიკით, ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმშია 4978 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 266 პირი.

ჯამში ამ დროისთვის ვირუსისგან 18 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
Print