კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კარანტინში მყოფთა რიცხვი გაიზარდა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში დღევანდელი მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 299 ადამიანი, მათ შორის, აბაშაში - 18, სენაკში - 12, მარტვილში 31, მესტიაში - 2, წალენჯიხაში - 56, ჩხოროწყუში - 14, ხობში - 27 , ფოთში 22, ზუგდიდში 117 პირი, ანაკლია - განმუხურის საკარანტინო ზონაში 49 ადამიანი რჩება.

ამავე ცნობით ზუგდიდში თვითიზოლაციაში რჩება 29 ადამიანი, აბაშაში - 9, სენაკში - 26, მარტვილში - 5, ხობში - 16, ფოთში კი - 28 პირი.

წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და მესტიაში კარანტინში არცერთი პირი არ იმყოფება.

stopcov.ge - ის ინფორმაციით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 306 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 71 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

Print