კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსისგან 288 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 623 გახდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე დილით განახლდა. გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 288 გახდა.

ამავე ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 4723 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 446 პირი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.

Print