კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11-ით გაიზარდა და 794 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით stopcov.ge-ზე გავრცელდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 19 - ით გაიზარდა და 624 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 2494 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301- პირი.

საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
Print