კორონავირუსი
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირდა კიდევ 42 ადამიანი
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის  42 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება კორონავირუსზე 227 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან 42 პირს ვირუსი დაუდასტურდა.

გუდაუთის საავადმყოფოში ამ ეტაპზე კორონავირუსზე 36 პაციენტი მკურნალობს, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა, ათი ადამიანის კი საშუალო სიმძიმისაა.

,,აბაზა ტვ'' - ის ცნობით დღეს საავადმყოფოდან სამი ადამიანი გაეწერა, გამოჯანმრთელდა თვითიზოლაციაში მყოფი 12 პირი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის სულ 426 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 153 შეადგენს, 4 კი გარდაიცვალა.

ოპერატიული შტაბი აფხაზეთის მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან ყველა საჭირო ზომები, რათა თავიდან აიცილონ ინფექცია.


Print