კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა
11 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 87-ით გაიზარდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 20-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა.

ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის გვერდზე განახლდა.

ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 1 830 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა — 1 334, გარდაიცვალა — 19. კარანტინის რეჟიმში — 5 882 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 390.


Print