კორონავირუსი
ოკუპირებული გალის სოფელ საბერიოდან კოვიდინფიცირებული 22 პირი გადმოჰყავთ - გუბერნია
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ენგურჰესის კიდევ 22 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ცნობით, ყველა მათგანი სოფელ საბერიოს მკვიდრია. მისივე  თქმით, ოკუპირებული ტერიტორიიდან კიდევ 6 ინფიცირებულების გადმოყვანაა დაგეგმილი. მათ საქართველოს სხვადასხვა კოვიდმიმღებ ცენტრებში გაადაანაწილებენ.

ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის რუხის საავადმყოფოში კოვიდდადასტურბული 56 პაციენტი მკურნალობს. საავადმყოფოს ცნობით, ამ ეტაპისთვის აქ ერთდროულად 65 პაციენტის მიღებაა სესაძლებელი.


Print