კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ოთხი ადამიანი კი გარდაიცვალა
დღეს საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9753-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 348 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 5235 -ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5655 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 62 ადამიანი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print