კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსი 112 ადამიანს დაუდგინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით საქართველოში კორონავირუსის 1 881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა კი 218 724-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 515 პაციენტი. განკურნებულთა საერთო რაოდენობა 196 220 გახდა.

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 2 313 ადამიანი ემსხვერპლა.

Print