კორონავირუსი
აფხაზეთში Covid-19 კიდევ 122 ადამიანს გამოუვლინდა
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 122 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში Covid 19-სგან მოსახლეობისდაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამ ეტაპზე გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 100 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 27-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში - 36, ტყვარჩელში - 15, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში - 26, ოჩამჩირის საავადმყოფოში -25, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ საველე ჰოსპიტალში კი 60 კოვიდინფიცირებული პირი გადის მკურნალობის კურსს.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 10 608 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 152, გამოჯანმრთელდა 8224 ადამიანი.

Print