კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 226 ინფიცირებული მკურნალობს
სამეგრელოში 6 კოვიდმიმღებ კლინიკაში ამ დროისთვის 226 ინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 11 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველაზე მეტი - 79 პაციენტი რუხის კლინიკაში მკურნალობს, ფოთის ჰოსპიტალში - 40 კოვიდპაციენტი, სენამედის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 35 პაციენტი, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში - 17, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 22 ინფიცირებული რჩება. სენაკში, ლაზიკა მედიში - 33.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 58 ადამიანი, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 43 პირი.

ბოლო 24 საათში ვირუსით რეგიონში 2 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 32 ახალი შემთხვევა.

Print