კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში მყოფი პაციენტებიდან 11-ის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 214 ადამიანი მკურნალობს, მათგან 11 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 78 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული, ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმეა, სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 37 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა 3-ის მდგომარეობა, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 17 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმე მდგომარეობაშია, აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 18 პაციენტია მოთავსებული,სენაკის "ლაზიკა მედში" კი 24.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 130 დამიანი.

საკარანტინო სივრცეებში 50 პირი იმყოფება.
Print