აფხაზეთში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 58 ახალი შემთხვევა
10:17 / 26.01.2021
დე ფაქტო რესპუბლიკაში Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით აფხაზეთში 471 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 58-ს კორონავირუსი დაუდგინდა.
ამავე ცნობით, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი. 79 წლის მამაკაცი გუდაუთის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.
ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში 114 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 31-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში 35, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 18, ტყვარჩელის კლინიკაში 14, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში 28, საველე ჰოსპიტალში კი 54 პაციენტი იმყოფება.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 11 216 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 160, გამოჯანმრთელებული კი 8 992 ადამიანი.

მასალის გამოყენების პირობები