კორონავირუსი
კორონავირუსით ჩხოროწყუს მკვიდრი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 83 წლის მამაკაცი ჩხოროწყუს მკვიდრია. ის რუხის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს. 

რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდკლინიკებში ამ ეტაპზე 190 ადამიანი მკურნალობს.  

ბოლო მონაცემებით სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 70​ ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 61 პირი.
Print