კორონავირუსი
სამეგრელოში კორონავირუსის კიდევ 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან სამეგრელოში 44 დაფიქსირდა.  ქვეყანაში ბოლო 24 საათში 12 700 ტესტი ჩატარდა.

"ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 491 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 249 028-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 178 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 479 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა, აჭარა - 25, იმერეთი - 90, ქვემო ქართლი - 27, შიდა ქართლი - 28, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 31, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი -8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 879, საიდანაც: 2 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 309, აჭარაში - 199, იმერეთში - 506. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 573 პირი, მათ შორის, თბილისში - 254, აჭარაში - 49, იმერეთში - 146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 160 პირი, მათგან თბილისში - 125, აჭარაში- 2, იმერეთში - 14. 304 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 176 - თბილისში, 102 - აჭარაში, 12 - იმერეთში. 2 898 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 545 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 223, ხოლო აჭარაში - 126.

სულ 6 ოქტომბრიდან - 30 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 201 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 316 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 212 პირი, აჭარაში - 854, იმერეთში - 1 612",- ვკითხულობთ Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 258 111-ს.

Print