კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში მყოფი პაციენტებიდან, 13-ის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
ბოლო მონაცემებით სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში 178 ადამიანი მკურნალობს, მათგან 13 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 52 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული. ფოთის ჰოსპიტალში 36 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 5 მძიმეა. "სენა-მედის" კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 36კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა 5-ის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 20 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის, 3 მძიმე მდგომარეობაშია. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 11 პაციენტი რჩება, სენაკის "ლაზიკა მედში" კი 24 პირი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 60 ადამიანი, გამოვლინდა Covid 19-ით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა.

საკარანტინო სივრცეებში 58 პირი იმყოფება.
Print