რუხის კლინიკაში გალიდან გადმოყვანილი პაციენტი გარდაიცვალა
11:40 / 09.02.2021
ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით 78 წლის მამაკაცი გალის მკვიდრია და რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე 177 ადამიანი მკურნალობს. 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
საკარანტინო სივრცეებში სულ 51 ადამიანი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები