კორონავირუსი
აფხაზეთში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აფხაზეთში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით ბოლო 24 საათის განმავლობაში ტესტირება ჩაუტარდა 411 ადამიანს, მათგან 51-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამ ეტაპზე აფხაზეთის 6 კოვიდცენტრში 181 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 23 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა


აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 11 869 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 184, გამოჯანმრთელებული კი 10 867 ადამიანი.
Print