კორონავირუსი
აფხაზეთში კორონავირუსის 64 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი
გასული დღე-ღამის განმავლობაში, დე ფაქტო აფხაზეთში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 279 ადამიანს ჩაუტარდა. მათივე მონაცემებით, კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის 11 933 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან, გამოჯანმრთელებულია 10 943, ხოლო დაღუპულია 187 ადამიანი.

ინფორმაციისთვის, გუშინ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების 10 მარტამდე გახანგრძლივებას მოაწერა ხელი. თუმცა, რეგიონში 15 თებერვლიდან საბავშვო ბაღები და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სკოლები იხსნება, 22 თებერვლიდან კი საკლასო ოთახებში მე-5-11 კლასის მოსწავლეებიც დაბრუნდებიან.

Print