კორონავირუსი
აფხაზეთში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 55 ახალი შემთხვევა
დე ფაქტო აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამავე ცნობით, კორონავირუსზე ტესტი სულ 271 ადამიანს ჩაუტარდა. ვირუსს კიდევ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საერთო ჯამში, კორონავირუსის 11 988 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელებულია 11 307 და გარდაცვლილი 189 ადამიანი.

Print