რუხის კლინიკაში გუდაუთიდან გადმოყვანილი პაციენტი გარდაიცვალა
10:18 / 12.02.2021
ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით 71 წლის მამაკაცი გუდაუთის მკვიდრია და რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე 183 პირი მკურნალობს. 7 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 60 ადამიანი. საკარანტინო სივრცეებში სულ 77 პირი იმყოფება.

მასალის გამოყენების პირობები