კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 46 პირს დაუდასტურდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 24 359  ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 507 ახალი შემთხვევა. აქედან 46 სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა.

ამავე ცნობით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 264 665-ს. 

ბოლო მონაცემებით სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 183 პაციენტი მკურნალობს, აქედან 7 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 660 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 256 684-მდე.
Print