კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 174 პირი მკურნალობს, 9 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
ბოლო მონაცემებით სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 174 პაციენტი მკურნალობს, აქედან მძიმეა 9 ადამიანის მდგომარეობა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 50 კოვიდ პაციენტი გადის. ფოთის ჰოსპიტალში 38 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 4-ის მდგომარეობა მძიმეა. "სენამედში" 32 ინფიცირებული იმყოფება, მათ შორის 3 მძიმე პაციენტი. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 17 პირი მკურნალობს, 2 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 14, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 23 პაციენტია მოთავსებული. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 48 ადამიანი, გამოვლინდა ინფიცირების 42 ახალი შემთხვევა

საკარანტინო სივრცეში 65 პირი იმყოფება.

Print