კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 10 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
ბოლო მონაცემებით სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 157 პაციენტი მკურნალობს, აქედან მძიმეა 10 ადამიანის მდგომარეობა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 47 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის მძიმეა 1 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 34 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმედაა. "სენამედში" 23 პირი იმყოფება, მათგან 3 მძიმე პაციენტია. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 15 ადამიანი მკურნალობს, 2 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 18, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 20 პაციენტია მოთავსებული. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 62 ადამიანი.

საკარანტინო სივრცეში 101 პირი იმყოფება.


Print