კორონავირუსი
აფხაზეთში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა დადასტურდა
აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება ჩაუტარდა 229 პირს, მათგან კორონავირუსი 32 ადამიანს დაუდასტურდა. ოპერატიული შტაბის ცნობით, 6 კოვიდცენტრში ჯამში 120 პაციენტი მკურნალობს. მათგან 17-ის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე აფხაზეთში კორონავირუსის 12 650 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 11 901, გარდაცვლილია 195 პაციენტი.

Print