კორონავირუსი
რუხის კოვიდკლინიკაში ოჩამჩირის მკვიდრი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პაციენტი ოჩამჩირის მკვიდრია და ის რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.

ინფორმაციისთვის, სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე 143 პირი მკურნალობს, მათგან 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო დღე- ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ვირუსისგან 53 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

Print