კორონავირუსი
კორონავირუსით აბაშის მკვიდრი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 79 წლის მამაკაცი აბაშის მკვიდრია. ის "სენამედში" გადიოდა მკურნალობის კურსს.

სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე 121 ადამიანი მკურნალობს. მათგან 9-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 82 პირი, გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა.

საკარანტინო სივრცეებში 99 ადამიანი იმყოფება.




Print