კორონავირუსი
საქართველოში Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი ექიმი ზუგდიდში აიცრა

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა პირველად ზუგდიდელმა ექიმმა - ალერგოლოგმა ლანა უბილავამ გაიკეთა.


ლანა უბილავა ევექსის კლინიკების ზუგდიდის პოლიკლინიკაში აიცრა.

,,დაახლოებით ცხრა საათი ხდებოდა, დღეს დილას გავიკეთე ვაქცინა, არანაირი პრობლემა არ ყოფილა, თავს კარგად ვგრძნობ, არავის ვავალდებულებ, მაგრამ, სასურველია, გაიკეთოს ყველამ ვაქცინა, რათა დავამარცხოთ ეს კორონავირუსი’’,- უთხრა რადიო "ათინათს" აცრის შემდეგ ლანა უბილავამ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით პირველად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იცრებიან.

სამეგრელოს სხვა რეგიონებში ვაქცინაცია უახლოეს დღეებში დაიწყება. სულ რეგიონში ასტრაზენეკას 3100 დოზაა გაგზავნილი.

AstraZeneca-ს 43 200 ცალი ვაქცინა, საქართველოში 13 მარტს ჩამოვიდა. 22 მარტისთვის ქვეყანა ელოდება ამერიკულ-გერმანული Pfizer-BioNTech-ის ვაქცინებს.

 

Print