კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 6 პირს დაუდგინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსის ინფექცია ბოლო 24 საათის განმავლობაში 6 პირს დაუდასტურდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 13 730 ადამიანი გაიტესტა, სულ გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 159 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 275 148 ადამიანს დაუდასტურდა, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 328 პირი, ჯამში - 268 565 ინფიცირებული.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში ვირუსს 3 650 პირი ემსხვერპლა.

Print