კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 93 ადამიანი მკურნალობს, მძიმეა 8 პირის მდგომარეობა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 93 ადამიანი მკურნალობს, აქედან 8 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 32 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 4 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 22 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 9 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 1 პირი. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 7 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 23 პაციენტი იმყოფება.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 21 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა.

საკარანტინო სივრცეში 122 პირი იმყოფება.


Print