კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში მყოფებიდან 7 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 90-მდე ადამიანი მკურნალობს, აქედან 7 პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 29 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 4 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 21 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 9 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 1 პირი. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 7 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 23 პაციენტი იმყოფება.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 30 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 124 პირი იმყოფება.
Print