კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 5 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 6 185 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 170 ახალი შემთხვევა. აქედან 5 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 277 650-ს.

ვირუსისგან განიკურნა კიდევ 396 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 270 369-მდე.​

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 3 545 აქტიური შემთხვევიდან 1 460 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 710 პირი ემსხვერპლა.
Print