კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 87 ადამიანი მკურნალობს, 5 პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 87 ადამიანი მკურნალობს, აქედან 5 პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 31 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 26 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 8 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 1 პირი. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 7 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 15 პაციენტი იმყოფება.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 19 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა. 

საკარანტინო სივრცეში 102 პირი იმყოფება.

Print