სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 83 ადამიანი მკურნალობს, 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
11:49 / 26.03.2021
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 83 ადამიანი მკურნალობს, აქედან 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 30 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 23 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 8 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 1 პირი. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 7 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 15 პაციენტი იმყოფება.
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა.
საკარანტინო სივრცეში 109 პირი იმყოფება.

მასალის გამოყენების პირობები