კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 134 პაციენტიდან 6-ის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 134 ადამიანი მკურნალობს, აქედან 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 41 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 40 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 4 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 13 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 36 პაციენტი იმყოფება.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 19 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 109 პირი იმყოფება. 

Print