კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 31 947 ადამიანი გამოიკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 616 ახალი შემთხვევა. აქედან, 61 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 281 761-ს.

ვირუსისგან განიკურნა კიდევ 268 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 273 167-მდე.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 4 790 აქტიური შემთხვევიდან 1 674 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. სამეგრელოს კოვიდცენტრებში 134 პირი მკურნალობს.

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3778 პირი ემსხვერპლა.
Print