კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 45 პირს დადასტურდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 28 712 ადამიანი გამოიკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 499 ახალი შემთხვევა. აქედან, 45 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 282 260-ს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 437 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 273 604-მდე.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 4 845 აქტიური შემთხვევიდან 1 685 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული., მათ შორის სამეგრელო - ზემო სვანეთის კლინიკებში 150 ადამიანი მკურნალობს.

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 785 პირი ემსხვერპლა.
Print