კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 162 პაციენტი მკურნალობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 162 ადამიანი მკურნალობს, აქედან 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 50 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 41 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 4 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 25 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" 42 პაციენტი იმყოფება.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 16 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 118 პირი იმყოფება.

 

Print